ANTIOPA

Monday, August 14, 2006

ძალიან რომ ცხელა რატომ ცხელა?

ოჰ, ეს გაუთავებელი ბანკეტები და მიღებები:)) თან სიცხეში პროდუქტიული მუშაობაც რა ძნელია, როცა კონდიციონერი ბოლო ღონეს არ იშურებს და ცდილობს აუტანელ სიცხეს შეებრძოლოს. იქნებ ფეონი აკლია ამ საწყალს, მაგრამ ვის ადარდებს რა აკლია?:))

და საერთოდ! საშინელი დასკვნა გავაკეთე. რამდენ მამაკაცსაც ველაპარაკე ამ თემაზე თითქმის ყველამ, მოლაპარაკებულებივით, ერთიდაიგივე თქვეს. (სხვათაშორის როგორც ქართველებმა, ასევე ევროპელებმა და აზიელებმაც) რომ თურმე ეს ცხოვრება მხოლოდ გენების გადასაცემათ ჭირდებათ ამათ. არა კი ვხვდებოდი, რომ განსხვავება არის ქალებსა და მამაკაცებს შორის, მაგრამ ესეთი ?:)) ასე, რომ ქალებო დაივიწყეთ სიყვარული ეგ ყოფილა სწრაფვა გამრავლებისთვის და მეტი არაფერი. ისე გული დაგწყდება ქალს...