ANTIOPA

Sunday, April 30, 2006

რატომ მიყვარს ეს ცხოვრება?

არ ვიცი, ვიცი, რომ მიყვარს. იმიტომ, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ის არის რაც მიყვარს, რაც მსიამოვნებს რაც კარგია და ლამაზია, რაც გულს ახარებს და თვალს ახარებს რაც მეც მახარებს. მიყვარს როცა ლამაზია ქალი, კაცი, ბავშვი, მოხუცი, ყვავილი სახლი, სიყვარული, ურთიერთობა გრძნობა ...
მიყვარს ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავ, მიყვარს როცა ვფიქრობ, მიყვარს როცა ვჭოჭმანობ, მიყვარს სევდა, მიყვარს ხალხი და არ მიყვარს ის რაც ცუდი ხდება. არ მიყვარს სიცრუე არასდროს:)) (ყოველთვის მწარე სინამდვილე მირჩევნია) მიყვარს როცა ვცუღლუტობ და როცა ცხოვრება ისე მიდის როგორც ჩაიფიქრე:))) მიყვარს ოცნება, და გრუბლები ოცნებებში მიყვაააარს. მიყვარს, როცა ვხედავ რომ ადამიანს უყვარს, როცა შემოდგომაზე ფოთლები ცვივა, როცა ზღვა ღელავს და როცა მშვიდად ვარ და ძალიან მიყვარს, როცა ჩემს შვილს ვაცინებ:))))

მიყვარს მანქანით ჩქარა სიარული (დღისით. ღამით ვერ ვხედავ:) და მიყვარს, როცა ასე ვარ, როგორც ეხლა ვარ.

4 Comments:

At 11:46 AM, Blogger Unknown said...

kaia:) mixaria rom erti kmayofili da bednieri adamiani mainc vipove

 
At 11:41 PM, Blogger ANTIOPA said...

ჩემო ფიქრო, ცხოვრებისგან მუდმივად უკამყოფილო ყოფნა დამღლელი და მოსაბეზრებელია:))ხანდახან თავის ბედნიერად გრძნობა აუცილებელია :))

 
At 11:12 AM, Anonymous Anonymous said...

rodesac sarkeshi shens tavs xedav, ra xasiatze dgebi?

 
At 11:24 AM, Blogger ANTIOPA said...

სარკეში ყურებით მე ხასიათი არ მექმნება:))

ჯერ ნარციზიზმით არ დაავადებულვარ:))

 

Post a Comment

<< Home